დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულში ბრაკონიერების წინააღმდეგ აქცია გამართეს
2013/07/09 16:32:36

ხარაგაულელები ითხოვენ, შეჩერდეს მდინარეებში აკრძალული მეთოდებით თევზის დაჭერა

დღეს დაბა ხარაგაულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ი. პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო,  შეჩერდეს მდინარეებში აკრძალული მეთოდებით თევზის დაჭერა.

აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა გამოიტანეს პლაკატები წარწერებით: „გამკაცრდეს კონტროლი ბრაკონიერების წინაარმდეგ“, „შევუნარჩუნოთ შვილებს ჯანსაღი გარემო“, „არ დავაბინძუროთ მდინარეები“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, მათი სურვილია, დაიცვან ბუნება დაბინძურებისაგან. „ბრაკონიერობა –  ბუნების წინაშე ჩადენილი  უდუდესი დანაშაულია და ადამიანები ამას უნდა გადავაჩვიოთ“. – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია