დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აუდიტმა „ნაციონალების“ უკანონოდ მიღებული 5 მილიონი აღმოაჩინა
2013/07/05 13:43:00

სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პარტია „ერთიანი ნაციონულერი მოძრაობის“ მასალების მლკვდევის შედეგები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. ყოფილ მმართველ პარტიას აუდიტი 5 240 880 ლარის უკანონო პარტიული შემოწირულობის მიღებაში ადანაშაულებს. 


სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევით, ყოფილმა მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ნაცაიონალურმა მოძრაობამ", დასაქმების პროგრამის განხორციელებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოყოფილი 5 240 880 ლარი პარტიული აგიტაციისთვის გამოიყენა. 

„ამ პროგრამის განხორციელებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ გააფორმა შრომითი კონტრაქტები 21 837 პირთან, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივიდან შეარჩიეს. ამ პირებმა არც კი იცოდნენ დასაქმების პროგრამის მიზნები და პარტიულ აგიტაციას ეწეოდნენ“, – განაცხადა აზნაურაშვილმა ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, მისმა სამსახურმა გააკეთა დასკვნა, რომ ამ გზით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუჯეტიდან უკანონო პარტიული შემოწირულობა მიიღო. 

პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტის გამო, პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოკლებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოების შესაძლებლობას, ამიტომ საქმე მომავალი მოკვლევისთვის მთავრ პროკურატურას გადაეგზავნა.

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია