დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ორი ვიცე-მერი გაათავისუფლეს
2013/07/05 12:40:57

ამირან ძოწენიძე რკინის ქალამნების ჩაცმას აპირებს, კოტე რატიანი კი გათავისუფლებამ გაახარა

დღეს დილით ქუთაისის ორი ვიცე მერი – ამირან ძოწენიძე  და კოტე რატიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრაძანება გათთავისუფლების  შესახებ ორივე ვიცე-მერმა ამ დილით ჩაიბარა, ინფორმაციას  გათავისუფლების შესახებ ადასტურებენ ამირან ძოწენიძე დაკოტე რატიანიც.

„ამ დილით მომიტანეს ბრძანება, სადაც წერია, რომ მე, სამსახურებრივი მოვალეობის მრავალჯერადად დარღვევის საფუძველზე, გათავისუფლებული ვარ დაკავებული თანამდებობიდან. ამიხსნას ვინმემ, როდის ვარღვევდი თანამდებობრივ მოვალეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ გამოვრიცხავ საჩივარი შევიტანო სასამართლოში, როგორც ჩანს, მათ დიდი ხანია, გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიღებული ჰქონდათ და ბრიფინგზე ჩემს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება გახდა საბოლოო მიზეზი იმისა, რომ მე თანამდებობიდან გავეშვი. ამასთანავე მოვითხოვ, დიმიტრი კოპალიანისგან საჯარო ბოდიშის მოხდას, რკინის ქალამნების ჩაცმა რომ დამჭირდეს, მაინც მივაღწევ მისგან ბოდიშის მოხდას,“ – ამბობს აწ უკვე ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე.

„მეც დღეს ჩამაბარეს განცხადება გათავისუფლების თაობაზე. იგივე საფუძველზე დამატოვებინეს თანამდებობა, როგორც ამირან ძოწენიძეს. სიმართლე გითხრათ, ამოვისუნთქე, რადგან ვერაფერს ვაკეთებდი. პრაქტიკულად ჩემი საქმიანობა შეჩერებული იყო და ასე გახარებული  კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. არსად წასვლას არ ვაპირებ. დავრჩები ჩემი ქალაქის სამსახურში“ – განაცხადა კოტე რატიანმა.

ქუთაისის მერიის მისაღებში ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ. თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ბრძანებები, რომელსა დიმიტრი კოპალიანი აწერს ხელს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია