დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გათავისუფლებების „მეორე ტალღა“ 300 თანამშრომელს შეიწირავს
2013/07/04 14:00:34

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგნიზაცია მუნიციპალიტეტებსა და „აიპი“ გაერთიანებებსაც შეეხება

საკადრო ცვლილებების მეორე ტალღა ქუთაისის მერიაში უახლოეს მომავალში დაიწყება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურებიდან უკვე გათავისუფლებულ 86 თანამშრომელს რამდენიმე ათეული კიდევ დაემატება. ამჯერად გათავისუფლებულთა სიაში ტერიტორიული მართვის ორგანოებისა და „აიპი“  გაერთიანებების თანამშრომლები მოხვდებიან. სულ რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობებს სამასამდე ადამიანი დატოვებს. მათი გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდება. რეორგანიზაციის შედეგად სამსახურებიდან გათავისუფლებულთა რიცხვის გაზრდა გუშინ ქუთაისის მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც  დადასტურდა. ქალაქის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები კვლავ გაგრძელდება.   

„მერიაში ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი უზნეო ქცევით, უაზრო დაპირებებითა და ე.წ. „ატკატების“ ძიებით არიან დაკავებული. მათი გათავისუფლებაც მალე მოხდება ატესტაციითა თუ კონკურსის შედეგად,“ – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია