დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პატრიოტები“ დიმიტრი კოპალიანს „ქმედით ნაბიჯებს“ უწონებენ
2013/07/03 15:40:01

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დღეს ქუთაისის მერის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგს გამოეხმაურნენ და საკუთარ ოფისში საპასუხო პრესკონფერენცია გამართეს.

„ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავსჯდომარე გოჩა თავედორაძე ორი დღის წინ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხო. მისი თქმით, მათ პირველა გააცნეს მოსახლეობას ქუთაისის მერიის ფარგლებში განსახორციელებელი აქტუალური ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებისა და  მერიაში მიმდინარე არასწორი რეორგანიზაციის პროცესების შესახებ. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ქალაქის მერის იმპიჩმენტს იმ შემთხვევაში მოითხოვდნენ, თუკი ეს პრობლემები არ მოწესრიგდებოდა.

გოჩა თევდორაძემ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი კოპალიანმა დაადასტურა, რომ შეჩერებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, არასწორი რეორგანიზაცია მართლაც პრობლემაა ქალაქისათვის.

„დღეს შეიქმნა სატენდერო კომისია, რომელიც პირველ სხდომას გამართავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მერიამ საკითხების მოგვარებისაკენ გზების ძიება დაიწყო. რისი ინიციატორებიც ჩვენ ვიყავით.“– ამბობს გოჩა თევდორაძე.

„პატრიოტების“ ქუთაისელი ლიდერი დღეს პრემიერის მიერ ქუთაისის მერიაში და ახალი მერის, დიმიტრი კოპალიანის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო (შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დიმიტრი კოპალიანი მისი კადრი არაა და არ იცნობს). თავის დროზე „პატრიოტები“ ამბობდნენ, რომ მხარს სწორედ პრემიერის მიერ დანიშნულ კანდიდატს დაუჭერდნენ. დღე კი გოჩა თევდორაძემ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული ეს განცხადება უარყო.  იგი ამბობს, რომ მაშინდელ განცხადებაში არა პრემიერი, არამედ ახალი ხელისუფლება იგულისხმა, რაც კონკრეტულად არც ნიშნავსდა იმას, რომ ისინი მხოლოდ პრემიერის დანიშნულ კადრს დაუჭერდნენ მხარს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია