დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მთავრობას რეკომნედაციით მიმართა
2013/07/03 14:11:14

დასაქმებული ადამიანის სიცოცხლე, რომელიც მატერიალურ დოვლათს ქმნის, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

საქართველოს სახალხო დამცველმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას,  დაიწყონ ინიცირება შრომის უფლების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), №129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), №155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების მიზნით.

2007 წლიდან მოყოლებული, ფატალური შემთხვევებისა და დაზიანების კატასტროფულად მზარდი ტენდენციაა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობაა 137, გარდაცვლილთა რაოდენობა - 54.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიზნით სათანადო პირობების შესაქმნელად აუცილებელია არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. ასევე, უახლოეს მომავალში უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები  შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია) შექმნის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დასაქმებულებს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას.

ქეთი ჩხეტიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია