დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერიაში არსებულ დაპირისპირებასა და „ატკატებზე“ საუბრობს
2013/07/03 12:50:32

დღეს ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა მორიგი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ უპასუხა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებებს ქუთაისის მერიაში სტრუქტურული ფუქნციის მოშლასთან დაკავშირებით. ამასთანავე დიმიტრი კოპალიანი ღიად საუბრობს პოლიტიკურ კონფლიქტზე. მისი თქმით, დღემდე და დღესაც ქუთაისის მერიაში ადგილი აქვს ე.წ. „ატკატებს“.

„როცა ქუთაისში ჩამოვდიოდი, ვიცოდი, რომ სირთულეები მელოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამხვდებოდა ცარიელი ბიუჯეტი, გეგემასჩამორჩენილი შემოსავლები, შეჩერებული ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური კონფლიქტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროებიდან ადგილი ჰქონდა მჭიდრო თანამშრომლობის არაერთ შემოთავაზებას. არაფერს ვამბობ, მერიაში არსებულ შიდადაპირისპირებაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ მერიაში ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი უზნეო ქცევით, უაზრო დაპირებებითა და ე. წ. „ატკატებით“ არიან დაკავებული. თუმცა, მათი გათავისუფლება მალე მოხდება. მინდა, მოვუწოდო ყველას, ნუ შეეცდებიან ჩემს სიტყვებში იპოვონ ქალაქში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაპირისპირების პათოსი.“ –  განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

მისივე თქმით, იგი  არ გამორიცხავს მის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას ქუთაისის საკრებულოს ფრაქციებთან აქტიური თანმშრომლობით.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1893
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია