დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ისევ აქტუალურია კითხვა – ვინ იქნება მერი?
2013/07/01 13:47:52

ქუთაისის ახლადარჩეული მერი, დიმიტრი კოპალიანი, შესაძლოა ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლევადიანი მერი აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ თვის წინ საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ  მერის პოსტზე შერჩეულ  დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურას მხარი საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა  ალიანსმა“ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შემთხვევაში, ახალ კანიდატს ქუთაისის მერის პოსტზე კვლავ საკონკურსო კომისია შეარჩევს. შერჩეული კანდიდატის დამტკიცების საკითს კი კვლავ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გადაწყვეტს, რომელიც ქუთაისის საკრებულოში უმრვალესობით არის  წარმოდგენილი.

ქალაქის მერს დიმიტრი კოპალიანს „პატრიოტების“ განცხადებაზე საპასუხო განცხადება ამ  დრომდე არ გაუკეთებია. როგორც მერიის პრესსამსახურში ამბობენ,  იგი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან  ერთად ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოსანახულებლად არის წასული.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანს თანამდებობიდან  იმპიჩმენტის წესით გადაყენება პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს დილით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწინასწარმეტყველა.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თვედორაძემ, ამავე სახელწოდების ფრაქციის წევრებთან ერთად,  ქუთაისის მერი უმოქმედობასა და მერიის სტრუქტურის პარალიზებაში დაანაშაულა და დიმიტრი კოპალიანს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხევაში, მისი იმპიჩმენტის საკითხი არ გამორიცხა.

„როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დღეისათვის აბსოლუტურად პარალიზებულია მერიის სტრუქტურის მუშაობა. ვერ ხერხდება საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. შეჩერებულია ტენდერები. გაურკვევლად მიმდინარეობს ქალაქში ინფრასტრუქუტურული სამუშაოები. მოქალაქეები დროულად ვერ იღებენ პასუხებს მათთვის აუცილებელ საკითხებზე. ეს ყველაფერი მიუთითებს მერის მიერ პროცესების არაეფექტურ მართვაზე,“ – განაცხადა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია