დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი: „ამ კვირაში მოვაგვარებთ ყველაფერს“
2013/07/01 15:08:52

დიმიტრი კოპალიანი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  ბრალდებებს პასუხობს. ახლადარჩეულმა მერმა მერიის სტრუქტურის პარალიზება და ამ პროცესების შეჩერება რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციას დაუკავშირა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე პროცესები ამოქმედდება.

„ჩვენ ახლა ვართ სამუშაო რეჟიმში. მესმის, რომ რეორგანიზაცია არის რთული პროცესი, თუმცა, ეს კვირა იქნება გადამწყვეტი. ჩვენ უკვე გვყავს შერჩეული კადრები, რომლებიც დაინიშნებიან მოვალეობის შემსრულებელთა თანამდებობებზე და ამ კვირაში მოვაგვარებთ ყველაფერს,“–  განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

ქუთაისის მერი ამ წუთებში საკუთარ კაბინეტში ხვდება „საქართველოს პატრიტთა ალიანისის“ ქუთაისის ორგანიზაციის და  ფრაქციის წარმომადგენლებს, სადაც, სავარაუდოდ, ისაუბრებენ პატიისა და ფრაქციის სახელით დღეს გაკეთებული განცხადების ირგვლივ.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტებთან“  შეხმვედრა ქალაქის მერს რამდენიმე დღის წინ უკვე ჰქონდა, სადაც ფრაქციის წევრებს ქალაქის მერის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონდათ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია