დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი: „ქუთაისს სისხლის მსმელი „ნაციონალები“ მართავენ“
2013/07/02 13:06:16

ქუთაისის მერმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისის  მერიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.

„როდესაც მოვდიოდი ამერიკიდან, ვიცოდი,  რომ ქალაქში  მძიმე მდგომარეობა იყო და ამისათვის მზად ვიყავი, მაგრამ ის ამაზრზენი სიტუაცია, რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში დამხვდა, მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ ქალაქს არაფერი ეშველება, ვიდრე მას გარდაქმნილ-გარდაუქმნელი, ერის სისხლის მსმელი „ნაციონალები“ მართავენ, რომელთა მუშაობის მეთოდები და პრინციპები ყველასათვის კარგადაა ცნობილი, ეს არის მახინჯი გადმონაშთი, ეს ის ხალხია, რომელიც ჩემს გვერდით დგას და არაფრის გააკეთების საშუალებას არ მაძლევს. იმპიჩმენტით მემუქრებიან, საუბრობენ ჩემთვის გაუგებარ შეთანხმებებზე, მე იმპიჩმენტი არ მჭირდება, იმპიჩმენტი გჭირდებათ თქვენ. ვთხოვ კოალიციაში შემავალ პარტიებს, დაინტერესდნენ ქალაქის ბედით, ვიდრე მთლიანად არ გაუნაწილებიათ ქალაქი თავთავიანთ საკუთრებად. ესენი არიან უზნეო და მექრთამე ადამიანები, რომლებიც ყიდიან სამშობლოს. პატიოსან ხალხს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, რომ რაიმე გამოსწორდეს ამ ქალაქში.  ვეტყვი მათ, რომ ისინი ადამიანურ დამოკიდებულებას სათანადოდ ვერ აფასებენ. ძალისმიერი მეთოდების მიმართვით კი მიაღწევენ იმას, რასაც იმსახურებენ,“ – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია