დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავსებს თუ არა სახელმწიფო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულებით დასაქმებულთა ერთიან ბაზას?
2013/06/28 18:12:06

„საქართველოს გზა ევროინტეგრაციისაკენ“- რეფორმები, მათი მიმდინარეობა და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში,  ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტ „ძლიერი სამოაქალაქო საზოგადოება - გზა ევროინტეგრაციისაკენ“ ფარგლებში საიას ქუთაისის ოფისში გამართულ დისკუსიაზე.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მომხსენებელმა თემურ თორდინავამ უმუშევრობის კუთხით არსებულ  სახელმწიფო სტატისტიკასა და ამ უმუშევრობის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა.

„დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ევროკავშირის იმ რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც გაცილებით მარტივად მოხდება უმუშევრობის დონის შემცირება. არსებული სტატისტიკური მონაცემებით,  საქართველოში უმუშევრობის დონე არც ისე მაღალია, რადგან დასაქმებულთა რაოდენობაში გაერთიანებულია  როგორც დაქირავებული, ასევე თვითდასაქმებული მუშახელი. სავარაუდოდ, ამ მონაცემებშია მითვლილი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საერთო ჯამში სახელმწიფოში დასაქმებულთა მაღალ რაოდენობას, დაახლოებით 1 600 500 ადამიანს, შეადგენენ.“-განაცხადა ექსპერტმა თემურ თორდინავამ.

უმუშევრობის ერთ-ერთ ფაქტორად „სტრუქტურული უმუშევრობა“ გამოიკვეთა, რაც გულისხმობს იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წამოსული კადრები ვერ აკმაყოფილებენ საბაზრო მოთხოვნებს. ამიტომ ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ საბაზრო მოთხოვნების შესწავლას და მისი მიხედვით საჭირო კადრების მომზადებას გულისხმობს.

შეხვედრაზე მყოფთა განცხადებით, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია შრომის ბაზრის დეტალური ანალიზი, რომელიც დაეფუძნება რეალურ მონაცემებს. შრომის ბაზრის ანალიზის გაკეთება ობიექტურ მონაცემებზე და სრულყოფილ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია