დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მთავრობა იმიტომ შევცვალეთ, რომ ჩვენი მდგომარეობა ცოტათი მაინც შეცვლილიყო“
2013/06/27 13:07:57

იპოთეკური სესხით დატვირთული ბინის მესაკუთრეები დახმარებას ითხოვენ

იპოთეკური სესხებით დატვირთული ბინების მეპატრონეებმა პარლამენტთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი კანონის შეცვლას და ბინებიდან გამოსახლებების შეწყეტას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე ასეული მოქალაქე უსახლკაროდ დარჩება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან  დაბალპროცენტიანი და გრძელვადიან სესხების დაწესებას ითხოვდნენ.

„მთავრობა იმიტომ შევცვალეთ, რომ ჩვენი მდგომარეობა ცოტათი მაინც შეცვლილიყო, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. მოვითხოვთ შეჩერდეს გამოსახლებები და ბინების აუქციონზე გატანა. დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები დაგვიწესონ, რომ გადახდა და არსებობა შევძლოთ. ხომ არ ვითხოვთ, რომ ვინმემ ეს თანხები გვაჩუქოს, უბრალოდ დაგვეხმარონ და შეღავათები დააწესონ. სამწუხაროდ  ძალიან ბევრი კერძო იპოთეკარია, რომელიც თანხებს მაღალი პროცენტებით აპროცენტებს, რის გამოც მოსახლეობა უბინაოდ რჩება,“-განაცხადა აქციის მონაწილემ დარეჯან სალუქვაძემ.

აქციის მონაწილეებმა ბრალი დასდეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და აღნიშნეს, რომ ყოფილი ხელისუფლების გეგმა იყო ყველა, ადამიანი უბინაოდ დარჩენილიყო.

მათვე დღეს  პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების სახელზე განცხადება შეიტანეს.

უყურადღებობის შემთხვევაში დაზარალებულები აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და თავი დაიწვან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია