დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა მღვდელაძე:“ქუთაისის მერიაში ტუალეტს სუნით აგნებს ხალხი“
2013/06/26 16:47:19

ხმაურიანი აღმოჩნდა ქუთაისის საკრებულოს რიგით 31-ე სხდომა, თუმცა საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება არა დღის წესრიგით წარდგენილმა საკითხებმა, არამედ მერიაში მიმდინარე  რეორგანიზაციამ გამოიწვია საკრებულოს „ნაციონალმა“  წევრებმა მერს კითხვით მიმართეს, თუ  რა კრიტერიუმებით შეირჩა გათავისუფლებული თანამშრომლები და იმ შემთხვევაში, თუ, მათ ადგილზე მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნებიან, ეს პროცესი როგორ გამოიწვევს ბიუჯეტის დაზოგვას? გია უკლებას განცხადებით, გათავისუფლებულთა სიაში, სწორედ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც 19 აპრილის აქციაზე იმყოფებოდნენ, რაც მათ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ოპონენტებს უპასუხა დიმიტრი კოპალიანმა, მისი განცხადებით, გათავისუფლება ეტაპობრივად მოხდება, რაც კადრების შემცირებას გამოიწვევს, გათავისუფლებულთა ადგილზე კი მოვალეობის დროებითი შემსრულებლები დაინიშნენ, ხოლო  კონკურსის გამოცხადების შემდეგ, თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან, რომელშიც მონაწილეობის მიღებას, სხვა პირებთან ერთად, უკვე გათავისუფლებულ თანამშრომლებსაც შეეძლებათ.„ბიუჯეტიდან  გამოთავისუფლებული ეს  80 000 ლარი  თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ, ახალი სამსახურებისათვის ინვენტარის შესაძენად და კაბინეტების მოსაწყობად გინდათ.  გახსოვდეთ, რომ მერია მხოლოდ ეს შენობა არ არის, მერიის დაქვემდებარებაშია ქალაქში მიმდინარე სხვა სამუშაოებიც, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება“-აღნიშნა გია უკლებამ.

„რომელ ინვენტარის შეძენასა დაკაბინეტების მოწყობაზე საუბრობთ, შეგრცხვეთ მაინც, ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი კომფორტი არ დაგიკლიათ, შევადაროთ ჩვენი კაბინეტები, საერთოდაც, რა კომფორტზეა საუბარი, როდესაც ქუთაისის მერიაში ტუალეტს სუნით აგნებს ხალხი“-მიმართა უკლებას მამუკა მღვდელაძემ.

"მაგ სიტყვებით რისი თქმა გინდათ, ბატონო მამუკა, მაგ  80 000 ლარით ტუალეტი უნდა გააკეთოთ?"-იკითხა გია უკლებამ, რომელსაც იქვე გამოეხმაურა მღვდელაძე და შეახსენა, რომ "ნაციონალების" ყოფილ მერებს და მაღალჩინოსნებს 100 000 ლარიანი „დუშკაბინები“ აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით გაკეთებული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია