დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 14.7 მლრდ ლარს უდრის
2013/06/26 15:44:43

 

კომერციული ბანკების  მთლიანი აქტივები 14.7 მლრდ ლარს უდრის
საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის აქტივების შესახებ ინფორმაციას 
აქვეყნებს. ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის 1 ივნისის 
მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა 
წარმოდგენილი; 
20 ბანკიდან 16 კომერციული ბანკის  საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი 
მონაწილეობს, ხოლო   2  უცხოური ბანკის ფილიალია. 
წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 
(მიმდინარე ფასებში) 85.6 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით გაიზარდა და 14.7 მლრდ ლარი 
შეადგინა. 
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული 
ბანკების მთლიანი აქტივების 17.8 პროცენტია. 
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო 
კაპიტალში 74.9 პროცენტი შეადგინა. 
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მაისის თვის წმინდა მოგებამ 30.9 
მლნ ლარი შეადგინა. 
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 
79.5 პროცენტი  შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის აქტივების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; 20 ბანკიდან 16 კომერციული ბანკის  საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს, ხოლო -2 უცხოური ბანკის ფილიალია. 

წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 85.6 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით გაიზარდა და 14.7 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.8 პროცენტია. 

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 74.9 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მაისის თვის წმინდა მოგებამ 30.9 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.5 პროცენტი  შეადგინა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია