დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სპორტული „აიპის“ თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
2013/06/26 13:51:38

სპორტული გაერთიანება, იგივე სპორტული „აიპის“ ყველა თანამშრომელი უახლოეს მომავალში გაზრდილ ხელფასს მიიღებს. შეთანხმება ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციის უფროს თენგიზ თოფურიძესა  და ფრაქცია  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შორის შედგა. ინიციატივა საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ნემსიწვერიძემ ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მიერ მერის პოსტზე ორკვირიანი მუშაობის ანგარიშის მოსმენისას წამოაყენა.

„ყველა „აიპის“ მოვუმატეთ ხელფასები და რა დააშავეს სპორტულმა გაერთიანებებმა?  შეპირებული ვიყავით და თუ არის შესაძლებლობა,  არ დავტოვოთ უყურადღებოდ. ძალიან დაბალია იქ მწვრთნელების ანაზღაურება,“ – განაცხადა კახა  ნემსიწვერიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ყველა „აიპი" გაერთიანებაში თანამშრომელთა ხელფასი 62 ლარით უკვე გაიზარდა.  კახა ნემსიწვერიძის თქმით, პირველ ეტაპზე, სპორტული „აიპის“ თანამშრომლებისთვის გაზრდილი ანაზღაურების გასაცემად 250 ათასი ლარია საჭირო. წლიურმა სახელფასო ფონდმა კი 425 ათასი ლარი უნდა  შეადგინოს.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თენგიზ თოფურიძის თქმით, საკითხი დადებითად გადაწყდება.

„ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები იმას, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონდეთ,“ – განაცხადა  თოფურიძემ შეხვედრაზე.

ქუთაისში არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების (ა.ა.ი.პ.) შექმნა 2009 წლიდან დაიწყო. „აიპების“ შემქნის მთავარ მიზეზად გაზრდილი შტატები და სახელფასო ფონდი დასახელდა.

კონკრეტულად სპორტულ „აიპიში“ საშუალო ხელფასი 120 ლარია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2275
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია