დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ მუშაობდა ცუდად ქუთაისის მერიაში?
2013/06/25 14:06:10

რა კავშირი აქვს მერიის სამსახურების მონიტორინგს მასშტაბურ საკადრო ცვლილებებთან და როგორ იგეგმებოდა დასუფთავების გადასახადის ხელოვნურად გაზრდა?

 

 

ქუთაისის მერიის საფინანსო-სარევიზიო კომისიამ ცოტა ხნის წინ მერიის ხუთი სამსახურის (საბინაო, დასუფთავების, სოცილაურ საკითხთა, ქონებისა და  ინფასტრუქურის საქალაქო სამსახურები) მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგად  ყველა სამსახურში დარღვვები აღმოჩნდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი გიორგი გოგელაშვილი ამბობს, ბოლო ხუთი თვის მუშაობის  შედეგები შემაშფოთებელია.

„არასწორად აქვს თითქმის ყველა სამსახურს გაწერილი ბიუჯეტი. მაგალითად, საბინაო სამსახურს 2 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ 450 ათასი ლარი აითვისა, რაც  ტენდერების დაგვიანებით გამოცხადებამ გამოიწვია. დაგვიანებული ტენდერები კი სამუშაოების დაგვიანებით შესრულებას ნიშნავს.  პრობლემებია ქონების მართვის სამსახურშიც. ისეთი ფასები დაადეს მიწებს, რომ აღარ იყიდება. აუქციონის გამოცხადების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მიწის საბაზრო ღირებულება და  აქცენტი არ უნდა კეთდებოდეს  მაღალ ფასად გაყიდვაზე,“ - განაცხადა გიორგი გოგელაშვილმა.

როგორც მინიტორინგის შედეგად გაირკვა, ბოლო 5 თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი დარღვევებით მერიის დასუფთავების სამსახური მუშაობდა.  აღმოჩნდა, რომ სამსახურს შესრულების გეგმაში იმაზე მეტი თანხა უწერია, ვიდრე, დასუფთავების გადასახადის ამოღების შედეგად წლის განმავლობაში გროვდება. კერძოდ, დასუფთავების საქალაქო სამსახურის გეგმა მიმდინარე წელს 1 400 000 ლარია, მაშინ, როცა, მას წლიურად გადასახადების წარმატებით ამოღების შემთხვევაში, მაქსიმუმ, 1 150 000 ლარის მობილიზება შეუძლია. დასუფთავების ტარიფის გათვალისწინებით, ქუთაისის  60 ათას ოჯახსა და 5 ათას იურიდიულ პირს, სამსახურის ბიუჯეტში  მხოლოდ ამ რაოდენობის თანხის შეტანა შეუძლია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ დასუფთავების სამსახური გეგმას არსებული ტარიფით ვერ შეასრულებდა.  მით უმეტეს იმ პირობებში, როცა გოგელაშვილის თქმით, სამსახურს, გადასახადის ამოღების  არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

რატომ აქვს 350 ათასი ლარით გაზრდილი შემოსავლების გეგმა დასუფთავების სამსახურს და როგორ აპირებდა სამსახური გეგმის შესრულებას, ამაზე პასუხი ცალსახაა. საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი გოგელაშვილის თქმით,  მიზნის მიღწევას სამსახური დასუფთავების ტარიფის ხელოვნურად გაზრდით გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში დასუფთავების მოსაკრებელის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა. მაშინ საუბრობდნენ, რომ ტარიფი 2 ლარით მოიმატებდა და მოსახლეობას 2 ლარისა და 50 თეთრის გადახდა მოუწევდა, თუმცა, არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია დასუფთავების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ფრიდონ ბეშკენაძემ უარყო.

მიუხედავად ამისა, ბეშკენაძე, არასწორად დაგეგმილ ბიუჯეტსა და დასუფთავების ტარიფის გაზრდის შესაძლო მცდელობას მაინც  შეეწირა. ფრიდონ ბეშკენაძე, ქუთაისის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების ფარგლებში, გათავისუფლებული თანამშრომლების სიაში მოხვდა. მასთან ერთად, თანამდებობები დატოვეს იმ სამსახურების უფროსებმაც, სადაც ბოლო ხუთი თვის მუშაობის  შედეგების მონიტორინგი ჩატარდა, კერძოდ, პოსტები დატოვეს საბინაო, ქონების მართვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურების უფროსებმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია