დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში დევნილებს ბინები გადაეცა
2013/06/24 15:18:16

30-მა დევნილმა ოჯახმა დღეს ტყიბულში ახალმოსახლეობა იზეიმა.

დევნილებს ბინის გასაღები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გადასცა.

სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხალგარემონტებული ბინები სამინისტროსა და დონორების მიერ შემუშავებული „დევნილთა განსახლების კრიტერიუმები“-ს მიხედვით განაწილდა.

დევნილებმა შეავსეს სპეციალური ანკეტები, რომლებთაც მიენიჭა სათანადო ქულები.

როგორც მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, ეს ის ოჯახებია, რომლებიც 20 წლის განმავლობაში დაქირავებულ ბინებში ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ.

”ესენი არიან აფხაზეთიდან დევნილები. შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დევნილები მიღებული ფართით კმაყოფილნი არიან. ეს ფართი მათ უახლოეს მომავალში გადაეცემათ საკუთრებაში და უფლება ექნებათ, როგორც უნდათ განკარგონ. ამ ორ დღეში, ჩვენ იმერეთში 109 ოჯახი გავაბედნიერეთ და საცხოვრებელი ფართი გადავეცით. მინდა, მადლიერების სიტყვებით მოვიხსენიო ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილშობურ საქმეში, მათ შორის მშენებლები, დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელობა, ტყიბულის ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელობა და დევნილებს მინდა მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის,-”განაცხადა დარახველიძემ.

 დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლი ბინით უზრუნველყოფა გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია