დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანამშრომლებთან ერთად, ქუთაისის მერიაში 126 ავტომობილის ბედი წყდება
2013/06/24 14:05:59

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს ხვდება. „პატრიოტები“ მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ანგარიშს პირადად კოპალიანისაგან ეცნობიან.

დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, ეს რეორგანიზაცია აუცილებელი იყო, თვითმმართველობაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯები 55 პროცენტზე მეტია, სახელფასო ხარჯები კი – 45 პროცენტამდე ადის. საერთო ჯამში, ეს ხარჯები მძიმე ტვირთად აწევს ქუთაისის ისედაც მცირე ბიუჯეტს.

ფრაქციის წევრები დაინტერესდნენ, მოხდა თუ არა თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით.

მერიის ადმინისტრაციის უფროსის, თენგიზ თოფურიძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით არავის დევნა არ განხორციელებულა.

„როცა „ნაციონალები“ აპელირებენ, რომ თითქოს მათი გათავისუფლება პოლიტიური ნიშნით ხდება, თავად მიანიშნებენ იმას, რომ ისინი სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაინიშნენ თავის დროზე“, – ამბობს თენგიზ თოფურიძე. მისივე განცხადებით, თანამშრომლები მათივე პროფესიონალიზმისა და სტაჟიდან გამომდინარე დარჩნენ თანამდებობებზე და ეს  იყო საქმიანი და არა პოლიტიკური შერჩევა. „მიკვირს, როგორ აპროტესტებენ სამსახურიდან გაშვებას ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში არ დადიოდნენ სამსახურში.“- ამბობს ადმინისტრაციის უფროსი.

რეორგანიზაციის პოროცესში საქმე შეეხება ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებულ 126 მანქანასაც. მერიაში აპირებენ, გაარკიონ, საჭიროა ეს ავტომობილები სამსახურებისთვის, თუ მათ სამსახერუბის უფროსები პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ. მიმდინარე რეორგენიზაციისთვის ასევე პრემიების სისტემაც გადაიხედება. როგორც თოფურიძე აღნიშნავს პრემიები სამართლიანად უნდა დარიგდეს.

ადმინისტრაცული სამსახურის უფროსმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით თვითმმართველობა დღემადე მოიტანეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია