დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი: „800-მდე მერიის თანამშრომელი მძიმე ტვირთად აწევს ქალაქის ისედაც მწირ ბიეჯეტს...“
2013/06/24 13:32:54

დღეს ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

დიმიტრი კოპალიანმა ისაუბრა ქუთაისის ბიუჯეტზე და მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის დეტალებზე. მისი თქმით, ქუთაისის ბიუჯეტი იმყოფება ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რის გამოც აუცილებელია საკადრო ცვლილებების გაგრძელება

„800-მდე მერიის თანამშრომელი მძიმე ტვირთად აწევს ქალაქის ისედაც მწირ ბიეჯეტს, რის გამოც შეიძლება მას ფორსმაჟორული სიტუაცია ვუწოდოთ, ევროპული გამოცდილებით ამ ადამიანთა რიცხვი მხოლოდ 100-დან და 400-მდე უნდა იყოს. მინდა აქვე ვთქვა, რომ რეორგანიზაცია მიმართულია სისტემაზე და არა პერსონალიებზე,“–განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

მისივე თქმით, რეორგანიზაცია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის მერიიდან 85 ადამიანი გათავისუფლდება, რაც დასაქმებულთა 13 პროცენტია.

ქუთაისის მერიაში ახალ კადრებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეარჩევს, კონკურსი 1 ივლისიდან გამოცხადდება. დიმიტრი კოპალიანის თქმით, შესაძლოა, ატესტაცია გაიარონ არამხოლოდ ვაკანტურ თანამდებობზე მისაღებმა კანდიდატებმა, არამედ ქუთაისის მერიის ყველა თანამშრომელმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია