დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გურამ ოდიშარია: „იმედია, ბაგრატის ტაძარი არ გახდება დაპირისრირებისა და განხეთქილების მიზეზი“
2013/06/21 15:44:35

მსოფლიო კულტურული ძეგლების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების პროცესი დაიწყო. UNESCO-ს გადაწყვეტილება არასწორად ჩატარებულ ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება. „ტაძრის რესტავრაციის პროცესში იყო შენიშვნები იუნესკოდან,  მაგრამ მათი გათვალისწინება არ მოხდა. სამუშაოები ნაჩქარევად ჩატარდა. იმედია, რომ ბაგრატის ტაძარი არ გახდება დაპირისრირებისა და განხეთქილების მიზეზი საზოგადოებაში,“ -განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2008 წელს დაიწყო. სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებისთანავე არაერთი  სპეციალისტი შიშობდა, რომ სამუშაოების არასწორად მიმდინარეობის გამო, დიდი ალბათობა იყო, რომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოეღოთ. 2010 წელს  UNESCO-მ თავის ანგარიშში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო რესტავრაცია, თუმცა სამუშაოები მაინც გაგრძელდა, რის შედეგადაც ორგანიზაციამ ბაგრატის ტაძარზე  პასუხისმგებლობა მოიხსნა და მისი  საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება გადაწყვიტა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერჯერობით რჩება გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, თუმცა სამინისტრო გარანტიას არ იძლევა, რომ ამ ისტორიულ ძეგლებაც  არ ემუქრება მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია