დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შედგება თუ არა სამალავში ნაპოვნი ჩანაწერების ჩვენება პარლამენტში?
2013/06/21 13:09:02

სამეგრელოში, სამალავში ნაპოვნი ვიდეოჩანაწერების ჩვენება შესაძლოა პარლამენტშიც განხორციელდეს. შესაბამისი ინიციატივით მმართველ გუნდს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით,  საკანონმდებლო ორგანოში დახურული ჩვენების მოწყობა აუცილებელია.  არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი სკანდალური მასალების ყველასთვის გაცნობის აუცილებლობას ვერ ხედავს. და ისინი ამ ინიციატივას ნეგატიურად აფასებენ.


სამეგრელოში სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების საკითხზე კომისიის შექმნას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს."ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოძიების მიმართ ნდობა ამაღლდება. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს და საგამოძიებო კომისიის შეიქმნა სავალდებულო არ არის.

 

ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია