დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლაშა მაქაცარია ვარაუდობს, რომ ბაღების გამგეებს პროკურატურაში სარჩელი გოჩა თევდორაძემ შეატანინა
2013/06/20 21:20:42

„ეჭვი მაქვს, რომ 2010 წელს ბაღებში  ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გათავისუფლებულ  თანამშრომლებს პროკურატურაში სარჩელი  პატრიოტების ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ შეატანინა“-აღნიშნა დაკითხვიდან გამოსულმა ლაშა მაქაცარიამ, რომელიც დღეს სწორედ ბაღების გამგეების  დაკავების საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს იმერეთის საოლქო პროკურატურაში.

მაქაცარიასვე განცხადებით, პროკურატურის მხრიდან დასმული ყველა კითხვა საქმიანი იყო, და მანაც პასუხი ყველა კითხვას გასცა..„მივიჩნიე, რომ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი ინფორმაცია, ამიტომ ჩემს მიერ მიცემულ ჩვენებაში კონკრეტულად მივუთითე, რა კუთხით უნდა იმუშაოს გამოძიებამ. ჩემი აზრით, 2010 წლის საქმის გამოძიება ბოლომდე არ იყო მიყვანილი, ამიტომ ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს. პროკურატურას მივეცი იმ კონკრეტული პირების გვარები, რომლებიც უნდა დაიკითხონ და რომლებმაც  პასუხი უნდა აგონ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რეგიონში კორუფცია დაგვემარცხებინა. გამოვთქვი ეჭვი, რომ ამ საქმის უკან  გოჩა თევდორაძე დგას, რადგან ის არის ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებული, რომლის მეშვეობითაც მოხდა ქუთაისის მერის არჩევა. თუ თევდორაძე დამნაშავე არის, ის ყველამ უნდა გაიგოს.  მოვიდა დრო, როდესაც ადამიანებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებით, კორუფციასთან ბრძოლის გამო კითხავენ.“-განაცხადა ლაშა მაქაცარიამ.

მაქაცარია მერიაში მიმდნარე რეორგანიზაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თანამშრომლები პოლიტიკური ანგარისწორების გამო გაათავისუფლეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია