დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი კოპალიანი: „მათთან შეხვედრა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო“
2013/06/20 17:19:00

ქუთაისის მერი სამსახურებიდან გათავისუფლებული უფროსების პროტესტს პასუხობს 

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი მერიაში დაწყებული მასშტაბური ცვლილებების შედეგად სამსახურებიდან გათავისუფლებულ უფროსებთან შეხვედრას შეურაცხმყოფელს და პროვოკაციულს უწოდებს. იგი ამბობს, რომ სამსახურების ყოფილმა უფროსებმა მასთან შეხვედრის დროს პოლიტიკური არაპროფესიონალიზმი გამოავლინეს.

„მე განაწყენებულიც კი ვარ მათი საქციელის გამო. შემოვიდნენ ჩემს კაბინეტში და ცდილობდნენ  ჩემს კომპრომეტირებას, რაც არასწორია. როცა არ იცი ადამიანის წარსული და მიდიხარ მასთან პოლიტიკურ პროვოკაციაზე, ეს არის არაპროფესიონალიზმი. ამის შემდეგ მათ დაიწყეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება ამ შეხვედრის შესახებ,  რაც გაჟღერდა კიდეც პრესის საშუალებით. მე მინდა, მოვუწოდო მათ, ნუ ქმნით პროვოკაციულ სიტუაციებს. ადგილობრივი თვითმმართველობა  არის სამუშაო დაწესებულება,“ – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

ქუთაისის მერიაში დაწყებული მასშტაბური ცვლილებების შედეგად თანამდებობა  უკვე დატოვა მერიის 9 სამსახურის უფროსმა. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ დისკრედიტაციას  ახდენს და მერიაში დასაქმებულებს პროფესიონალიზმის კუთხით არ განიხილავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია