დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ განცხადება ქვეყნდება
2013/06/19 14:13:36

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანხმდებიან, გაააქტიურონ ურთიერთთანამშრომლობა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში.

ეს განხორცილდება როგორც სამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე კერძო ქართულ კომპანიებში.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა ინოვაციური ეკონომიკის საძირკველს, კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანეს ნაწილსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო სისტემის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს. 

ფინანსთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები მოლაპარაკებას აწარმოებენ კომპანია “მაიკროსოფტის” და ა.შ.შ. საელჩოს წარმომადგენლებთან, რათა საქართველოს სამთავრობო კომპიუტერული სისტემა სრულ შესაბამისობაში იქნას მოყვანილი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნებთან. 

მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ გამოიყენონ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რათა გამოავლინონ კერძო სექტორში ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ  კანონდარღვევის ფაქტები და მიიღონ შესაბამისი ზომები.   

„ ა.შ.შ. საელჩო და ფინანსთა სამინისტრო ვალდებულებას იღებენ ერთობლივი მუშაობით მიაღწიონ საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის მიტაცების მაღალი მაჩვენებლის შემცირებას – რაც Business Software Alliance-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 90 პროცენტს შეადგენს.  ამ მაჩვენებლის მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას რეგიონალურ და გლობალურ ეკონომიკაში და წაახალისებს ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს საქართველოში,“ –  ნათქვამია სამინისტროს ოფიციალური განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია