დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონში ბომბი ამოქმედდა?
2013/06/15 15:40:00

ზესტაფონის ბაზრის დემონტაჟი ხმაურით მიმდინარეობდა. პარალელურად, ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები კუთვნილი სავაჭრო ფართების ჩამორთმევას აპროტესტებენ. ისინი ღიად ადანაშაულებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბაზრის მეპატრონეების ზაალ სამადაშვილის ძმის, მერაბ სამადაშვილისა და ამირან კაკაურიძის ლობირებაში. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მეპატრონეებს ე.წ „შავი ოქროს“ ამოღება უნდათ მიმდებარე ტერიტორიიდან. ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ზესტაფონს, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამიტომაც უწოდებენ ზესტაფონში ამ ადგილს „ასამოქმედებელ ბომბს.“ როგორც ზესტაფონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკა დუგლაძე აცხადებს: „ბაზრის ტერიტორია 10 წელია სამადაშვილების კუთვნილებაა, აქ ყველაფერი კერძო ბიზნესის ინტერესებს ემსახურება.მათ თავის დროზე, მიტომ ჩაყარეს მილიონი ლიცენზიისთვის, რომ „შავი ოქრო“ მოეპოვებინათ. ჩვენი მცდელობა, გვერდით დავდგომოდით მოვაჭრეებს, უშედეგოა, რადგან ტერიტორია მფლობელს კანონიერად აქვს.“

ზესტაფონის ბაზარი გასულ თვეში დაიხურა, რომლის მიზეზიც სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნა გახდა. შემოწმებისას, ნორმატივებთან შეუსაბამობის 15 კრიტერიუმი დასახელდა. თუმცა , მოვაჭრეები ამბობენ, რომ ადმიონისტრაციამ შეგნებულად დაყარა ნაგავი, რათა მაკონტროლებელს შესაბამისი დასკვნა გაეკეთებინა. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი, ჩვეულებრისამებრ, ყოველთვოურად იხდიდნენ დასუფთავების გადასახადს. მათ გასულ კვირას, პარლამენტთანაც გააპროტესტეს ბაზრის დახურვა და მარლამენტარებს კარები გადაუკეთეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მოვაჭრეებს ალტერნატიულ აგრარულ ბაზარს სთავაზობს. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორია სამუშაოდ უვარგისია და „პარნიკს“ უფრო გავს, სადაც მუშაობა წარმოუდგენელია გაუსაძლისი სიცხისა და აუტანელი სუნის გამო.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია