დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაცია ანაბრებთან დაკავშირებით მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს
2013/06/14 14:18:30

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" კვლევის „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის სამართლებრივი ანალიზი" და საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრის ორგანიზატორთა განმარტებით,  „ახალგაზრდა ადვოკატები"  საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, პრობლემის მოგვარების  18 სარეკომენდაციო წინადადებას წარუდგენენ. მათივე განმარტებით, რეკომენდაციები  ანაბრების საკითხთან დაკავშირებით დღემდე არსებულ ყველა მოსაზრებას არსებითად შეცვლის.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხის მიმართ კვლევის მომზადება 2013 წლის თებერვალში დაიწეს.

დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ნაწილი სრულიად ახალია საზოგადოებისთვის და იბეჭდება პირველად, მათ შორის 1990-იან წლებში, ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული საკრედიტო კომპანიები.

ამასთან, ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

შეხვედრას სამთავრობო უწყებების, ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, ეკონომისტები, ფინანსისტები და იურისტები დაესწრებიან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია