დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირებულია
2013/06/14 14:15:22

2013  წლის  მაისში,  2013  წლის  აპრილთან  შედარებით,  სამრეწველო  პროდუქციის  მწარმოებელთა ფასების  ინდექსი 0,01 პროცენტით  შემცირდა.  2012 წლის  მაისთან  შედარებით  კი 0,5-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით,  მაისში  ინდექსის  ფორმირებაზე  ძირითადი გავლენა  იქონია  ფასების  ცვლილებამ  დამამუშავებელ  მრეწველობაში.  ფასები  გაიზარდა  0,1 პროცენტით  და  შესაბამისად,  სექციის  წვლილმა  ინდექსის  პროცენტული  ცვლილების  საერთო მაჩვენებელში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვესექციებზე:  ცელულოზა-ქაღალდის  მრეწველობა  და  საგამომცემლო  საქმიანობა  (19,2  პროცენტი);  საკვები პროდუქტების  (სასმელების  ჩათვლით)  და  თამბაქოს  წარმოება  (1,4  პროცენტი);  მეტალურგიული  მრეწველობა  და  ლითონის  მზა  ნაწარმის  წარმოება (3,4  პროცენტი); ქიმიური წარმოება (4,8 პროცენტი).

საანგარიშო პერიოდში  ფასების ცვლილება შეინიშნებოდა, ასევე,  დამამუშავებელ  მრეწველობაში. მოცემულ  პერიოდში  ამ მიმართულებით ფასები  შემცირდა  1,4  პროცენტით და  სექციის  წვლილმა  ინდექსის  პროცენტული  ცვლილების  წლიურ  მაჩვენებელში  -1,21 პროცენტული  პუნქტი  შეადგინა.

ფასები  შემცირდა  მეტალურგიულ  მრეწველობასა  და ლითონის  მზა  ნაწარმის  წარმოებაზე  (13,5  პროცენტი). 

საქსტატის მონაცემებით,  ფასები  გაიზარდა საკვები  პროდუქტების  (სასმელების  ჩათვლით)  და  თამბაქოს  წარმოებაზე  (4,4 პროცენტი).

სამთომოპოვებითი  მრეწველობაშიც ფასების მატება აღინიშნება. ამ სფეროში ფასები  გაიზარდა  17,1  პროცენტით  და  სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან ცვლილებაში 0,75 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია