დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თინა ხიდაშელი დაკავებულ მაღალჩინოსნებს თავდებში უდგება
2013/06/12 19:01:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, თინა ხიდაშელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებს თავდებში უდგება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიცი, აბსოლუტურად ყველა დეტალი ამ პროექტის შესახებ. პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც მე რაიონში განვახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს ამ სახლების გადახურვაში. ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ აქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.“

ცნობილი, რომ მაღალჩინოსნების დაკავების საფუძველი საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ოდენობით მითვისების და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტები გახდა. ხიდაშელის თქმით, ის აღნიშნულ პროექტზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს: „მე ვუდგები, ბუნებრივია, თავდებში ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მათი გათავისუფლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გამოძიება დასრულდება პოზიტიურად და არაფერი არ დადასტურდება იმ ბრალდებებიდან, რაც დღეს წაყენებული აქვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე კითხვები ამ კონკრეტულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მეც უნდა დამკითხონ, ზუსტად ისე, როგორც დაიკითხენ ეს ადამიანები. იმიტომ, რომ საქმის კურსში ვიყავი და თავად ვიყავი ჩრთული და მონაწილე იმაში, რომ ყველა პრობლემა მოგვარებოდა იმ ოჯახების, რომლებსაც კონკრეტულად შეეხოთ ეს დახმარება, რაც მათ მიიღეს მთვრობისგან."-ამბობს თინა ხიდაშელი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია