დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადეიშვილის სახელით სკანდალური განცხადება ვრცელდება
2013/06/11 13:30:16

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელით, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადება გავრცელდა, სადაც ადეიშვილი აცხადებს, რომ ციხის სკანდალში დამნაშავე ვანო მერაბიშვილია.

 აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 "მე ზურაბ ადეიშვილი ვარ საქართველოდან გაქცეული და მინდა დღეს დავარღვიო დუმილი და ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში. დიახ, მე მინდა ზუსტად ყველაფერი ვთქვა იმის შესახებ, რაც ვიცი ციხის ამბების შესახებ. ამ საქმეში ვანო მერაბიშვილია დამნაშავე, რომელიც მეთაურობდა ყველა იმ საშინელებას, რაც ხდებოდა იმ დროს ციხეებში, ასევე ლაფანყურის ამბებიც მაგის ერთ- ერთი საგმირო საქმეა. მე მარტო ვანო მერაბიშვილს არ ვადანაშაულებ, იმ ამბებს რაც ხდებოდა, იმ დროს საქართველოში, ამ საქმეებს ძირითადად საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით ასრულებდა ვანო მერაბიშვილი, ასევე ძმები ახალაიები მისი ქვეშევრდომები და შემსრულებლები იყვნენ და არაერთი ბოროტება აქვთ ჩადენილი. მე მზად ვარ ჩამოვიდე და სამართალდამცველების ყველა კითხვას ვუპასუხო. მე არ გავურბივარ სამართალს და თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ კანონის წინაშე წარვსდგე. მე ასევე მაქვს ის დამამტკიცებელი საბუთები, სადაც სააკაშვილის ბრძანებით მოხდა 7 ნოემბერს მშვიდობიანი ხალხის დარბევა და ასევე, მისივე ბრძანებით, დაარბიეს 26 მაისს მშვიდობიანი მოქალაქეები, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი ცემით მოკლეს. ბევრი მაქვს სათქმელი ხალხისთვის. მინდა ხალხს ბოდიში მოვუხადო იმის შესახებ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვდუმდი და არ ვლაპარაკობდი. დიახ, აი ამიტომ ვარ მე დამნაშავე და არ მიკვირს რომ ხალხს ჩემდამი ზიზღის გრძნობა აქვს",- ნათქვამია ადეიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

 

ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია