დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კანონიერია თუ არა ტელეარხების ჩაწერის, დაპაუზების და გადახვევის სერვისი?
2013/06/11 12:15:32

„მაგთიკომი“ „სილქნეტის“ და „კავკაზუს ონლაინის“ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. საქმე ეხება გადახვევის ფუნქციის აკრძალვას, რომელსაც „კავკაზუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ სთავაზობენ მომხმარებელს.

თემამ ამასწინ მედიაში გაიჟღერა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოპასუხე კომპანიების („სილქნეტი“, „კავკაზუს ონლაინი“) სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის დროს ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ მოპასუხე კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, არა აქვთ მიღებული სატელეზიო არხების ჩაწერის, დაპაუზების და გადახვევის უფლება.

ჩვენი აზრით, ეს არის უფლებაა, რომელიც კონკრეტულად უნდა იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულებით. თუ ეს არ არის მითითებული, ტრანზიტის განმახორციელებელს არა აქვს უფლება, ეს სერვისი მიაწოდოს მომხმარებელს,“ – ნათქვამია „მაგთიკომის“ სარჩელში.

კომპანიამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი უკვე შეიტანა, რომელიც კომისიამ განიხილა. გადაწყვეტილება მომავალ კვირას გახდება ცნობილი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, სარჩელი მიღებულია, შექმნილია ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის, ტექნოლოგიები ვითარდება და, ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობა მას ფეხს ვერ უწყობს.

კომპანია „სილქნეტში“ აცხადებენ, რომ ყველა მაუწყებელთან ხელშეკრულებები არსებობს და იურიდიულად პროცედურები გამართულია, თუმცა კანონმდებლობა ამ სფეროში მოძველებულია და გადახედვას საჭიროებს.

„მაგთიკომის“ სატელევიზიო მომსახურების სერვისი „მაგთისატი“, რომელსაც გადახვევის სერვისი არ გააჩნია, „სილქნეტის“ და „კავკაზუს ონლაინის“ პირდაპირი კონკურენტია. „მაგთისატი“ რეგიონებში პოპულარობით სარგებლობს, თბილისში კი კონკურენცია უჭირს. „მაგთიკომის“ სარჩელი, შესაძლოა, კონკურენტების შეზღუდვის იდეით იყოს მოტივირებული.

 (ი.ბ.)

წყარო BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია