დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია - „ქუთაისის ახალ მერს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა“
2013/06/10 17:53:36

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიაში  საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

 

რა დახვდა და რა უნდა შეცვალოს დიმიტრი კოპალიანმა? – პარტიის წარმომადგენელმა გოგი წულაიამ საკუთარი მოსაზრებები ჟურნალისტებს გააცნო.

დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს თავმჯდომარემ  გოგი წულაიამ ქუთაისის მერიაში ახალი კადრების შერჩევის პრინციპსა და საკრებულოს მიმართ საზოგადოების  ნდობის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში აღარ უნდა გაგრძელდეს კადრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევის ტრადიცია და თანამშრომელთა აყვანის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მისი პროფესიონალიზმი.  მისივე თქმით, დიმიტრი კოპალიანმა ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად უნდა დაისახოს ქუთაისის საკრებულოს მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლება.

 „ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა დიმიტრი კოპალიანს. გამოხრული ბიუჯეტი და უაზროდ გაბერილი შტატები. უმორჩილესი თხოვნაა ბატონი დიმიტრის მისამართით,  გამოიტანოს პარტიული  ნიშანი მერიის სამსახურებიდან. უნდა დაინგრეს ის მანკიერი ტრადიცია, რის გამოც, დამლაგებლიდან დაწყებული, ყველა „ნაციონალი“ იყო.   პოლიტიკა მერიაში არ უნდა კეთდებოდეს,“ -აცხადებს პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

გოგი წულაიას თქმით, ერთ-ერთი უმთავარესი საკითხი, რაც პირველ რიგში უნდა მოაგვაროს ქალაქის ახალმა მერმა, ეს არის ქუთაისის საკრებულოს ეფექტურობის გაზრდა, რისთვისაც საჭიროა საკრებულომ იმუშაოს ხალხთან ერთად.

„ნულს უტოლდება ქუთაისის საკრებულოს ნდობის ხარისხი. ამიტომ მოვუწოდებთ ბატონ დიმიტრის, შექმნას საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება იმ პარტიების წარმომადგენლებით, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები, მაგრამ კარგად ერკვევიან ქალაქის რეალობაში. გარდა ამისა, საბჭოში უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. სწორედ მათთან კონსულტაციების შემდეგ უნდა  გადაწყდეს, რა არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი,“- ამბობს გოგი წულაია.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ქუთაისის, როგორც თვითმმართველი ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია, ქალაქში არსებული ქონება ირიცხებოდეს ქუთაისის  ბალანსზე და არა ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშზე.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია