დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს
2013/06/10 14:32:42

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს მოიწვევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საბჭოს სხდომა უახლოეს მომავალში შედგება.  

„პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი დრო დანიშნოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმების მიხედვით, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს,”-ნათქვამია ადმინისტრაციის ვებ-გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე წყაროს ინფორმაციით, საბჭოს მოწვევა ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმას, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებასა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია