დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
2013/06/10 14:30:17

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა.

სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცით, თურქეთის მოქალაქე  შაჰინ ემრე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები: „მარიხუანა“ და 112 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული „მარიხუანის“ საერთო წონა 49,34 გრამია.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია