დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალი მერის პირველი სამუშაო დღე აქციის ფონზე დაიწყო
2013/06/10 12:10:39

დიმიტრი კოპალიანი ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

ქუთაისის ახალმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრით დაიწყო. დიმიტრი კოპალიანმა მერიის შენობის წინ შეკრებილი ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები მერიის თეთრ დარბაზში აიყვანა და ამ წუთებში მათთან, დახურულ კარს მიღმა, შეხვედრას მართავს. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ის შეხვედრის დასრულების შემდეგ გავაკეთებს კომენტარს.

მერიის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები დღეს დილიდან მოითხოვენ,  მერიამ ყურადღება მიაქციოს მათ პრობლემას. „გარევაჭრობა გვიქმნის დიდ  პროლემებს. გარემოვაჭრეები  ბაზარში ჩვენამდე არ უშვებენ მყიდველს.“– აცხადებენ ისინი.

ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალური ბაზარი თითქმის არ მუშაობს. მოვაჭრეებს დახლებზე საფარი აქვთ გადაფარებული და ახალი მერის პასუხს ელოდებიან. ბაზრის მიმდებარე ტარიტორიაზე დილიდან არ შეიმჩნეოდნენ გარემოვაჭრეებიც.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია