დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
2013/06/06 14:31:27

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ – სამართალდამცავი უწყებების როლი“ მასპინძლობს. ღონისძიება  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

შსს-ს ცნობით,  კონფერენცია  მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს.

კონფერენციის მთავარია მიზანია საქართველოს შსს–ს მიერ განხორციელებული რეფორმების პარტნიორი ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურებისთვის გაცნობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციას დაესწრნენ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 20 ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველომ 2013 წლის თებერვალში მიიღო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

გეგმა საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ინტეგრირებული საზღვრის მართვა, მიგრაცია, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა და სხვა) რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ჩაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

კონფერენცია ხვალ გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია