დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით გოგისვანიძის „რჩევები“ ქუთაისის ახალ მერს
2013/06/05 18:02:25

დავით გოგისვანიძის  „რჩევები“ ქუთაისის ახალ მერს 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქუთაისის ახლადდანიშნულ მერს, დიმიტრი კოპალიანს,  რჩევები მისცა.

„ბატონო დიმიტრი, ლიდერობაზე პრეტენზია არ განაცხადოთ. ასეთ შემთხვევაში, დამიჯერეთ, ჯავშან-ჟილეტის გამოეყენება დაგჭირდებათ. ასევე გირჩევთ,  არ ითანამშრომლოთ ისეთ დეპუტატებთან, როგორიც მამუკა მღვდელაძეა, რომელმაც, საკრებულოში მრავლწლიანი მუშაობის მიუხედავად, მაინც ვერაფერი ისწავლა,“ - განაცხადა დავით გოგისვანიძემ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძის მისამართით.

დიმიტრი კოპალიანს „ნაციონალი“ დეპუტატისთვის არ უპასუხია. თავად მამუკა მღვდელაძემ კი განაცხადა, რომ ის მჭიდროდ ითანამშრომლებს ქალაქის ახალ მერთან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია