დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო დისკუსიამ რელიგიურ თემაზე სასულიერო პირების გარეშე ჩაიარა
2013/06/05 14:49:09

რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა და საზოგადოების ინფორმირება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  პროქტის „დასავლეთ საქართველოს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის“ ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტეში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „რელიგიის თავისუფლება კანონდებლობასა და რეალობაში“.

შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოწვეული იყვნენ სასულიერო პირები, თუმცა, შეხვედრას არც ერთი მათგანი არ დასწრებია.

გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი: „რელიგიის თემა დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს არ აქვთ საკუთარი რელიგიური ღვთისმსახურების განხორციელების უფლება და, სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო არ ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებას. მოგეხსენებათ, საქართველო არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული საბჭოს წევრი, რაც ითვალისწინებს, დაიცვას ადამიანის რელიგიური უფლება და აღკვეთოს კერძო პირების მიერ რელიგიური ღვთისმსახურებისას ხელის შეშლა. აუცილებელია, არ შეილახოს რელიგიური უმცირესობების უფლებები.“

შეხვედრაზე მყოფმა სტუდენტებმა დისკუსია დადებითად შეაფასეს, ვინაიდან მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების გაზრდას რელიგიური უმცირესობების უფლებებსა და მოვალეობებზე. მათი განცხადებით, მსგავსი შეხვედრები არა კონკრეტულ ორგანიზაციებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიმართოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია