დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოპალიანი ივანიშვილის კადრი არ არის?
2013/06/04 16:51:48

კოპალიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს ვიცემერებად ხურციძის მიერ დასახელებული სამი პიროვნების თანამდებობებზე დანიშვნის შესაძლებლობას

ამ წუთებში დასრულადა ქუთაისის მომავალი მერის, დიმიტრი კოპალიანისა და საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. დიმიტრი კოპალიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის მცირე კომენტარი გააკეთა. კოპალიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში მისი დაბრუნება პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და თხოვნით მოხდა. ასევე სიცრუეს უწოდებს ქუთაისის მომავალი მერი მის ხელფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მერობას 17-ათასლარიანი ხელფასის სანაცვლოდ დათანხმდა.

დიმიტრი კოპალიანი ამბობს, რომ ქუთაისში დაბრუნებას აპირებდა და ეს ნაბიჯი ქუთაისის სიყვარულმა გადაადგმევინა, რადგან უნდოდა, რომ დაბრუნებულიყო და თავისი ქალაქის სასიკეთოდ ემუშავა. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კოპალიანი აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი, ქუთაისის მერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, იქნება გამჭვირვალობა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და უცხოეთთან ურთიერთობა.

მომავალი მერი დღეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ხურციძის გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, ვიცე-მერებთან დაკავშირებით რა პოზიცია არსებობდა. კოპალიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს ვიცე-მერებად ხურციძის მიერ დასახელებული სამი პიროვნების თანამდებობებზე დანიშვნის შესაძლებლობას. აღნიშნული საკითხი, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყდება, როცა ქალაქის საკრებულო ახალ მერს დაამტკიცებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია