დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მომავალი ვიცე-მერების ვინაობა უკვე ცნობილია
2013/06/04 14:02:36

არსამათავრობო ორგანიზაცია „ალიანსი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“ წარმოამდგენელი და ქუთაისის მერობის შესარჩევი საატესტაციო-საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ხურციძე, ქალაქის  მომავალი ვიცე-მერების ვინაობას ასახელებს. მისის თქმით, ამ პოსტზე უკვე განიხილებიან გიორგი შარაბიძე, თენგო თოფურიძე და კოტე ლომიძე.

ახალი ვიცე-მერების ვინაობის გამჟღავნებას უკვე გამოეხმაურა მოქმედი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე. ძოწენიძის განცხადებით, მერიის სამსახურების ის თანამშრომლები, რომლებიც მასშტაბური რეორგანიზაციის გეგმაში მოყვნენ, თავისი ნებით თანამდებობებს არ დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახალი მერი ქალაქის საკრებულომ ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე უნდა დამტკიცოს. საკონკურსო კომისიის მიერ მერის პოსტზე შერჩეულია დიმიტრი კოპალიანი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია