დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოს საკრებულოს წევრები თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვენ
2013/06/04 13:51:29

წყალტუბოს საკრებულოში დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისათვის ემზადებიან.


რიგგარეშე სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღის 13:00 საათზეა ჩანიშნული.

საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა საღარეიშვილის თქმით, თანამდებობიდან მის გადაყენებას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატები ცდილობენ.

„ამ ადამიანებმა დატოვეს ჩვენი ფრაქცია და ვითომ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ, მაგრამ „ოცნებამ“ ისინი არ მიიღო თავის რიგებში და მაინც „ოცნების“ სახელით მოქმედებენ. საკრებულოს თავმჯდომარეობა ქვიტირისა და გეგუთის მაჟორიტარებს უნდათ,“ – ამბობს მამუკა საღარეიშვილი.


წყალტუბოს საკრებულოში, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ 21 დეპუტატი ჰყავდა, აამჟამად კი მათი რაოდენობა 9-მდე შემცირდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია