დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავების ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს
2013/06/03 12:46:26

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 მაისს  ჩადენილი დანაშაული გახსნა და სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავების ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი ქალია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, თანამზრახველებთან ერთად, შეურცხყვეს რამდენიმე საფლავი. მათ შორის 2013 წლის 24 მაისს  ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავიდან ფარზე დამაგრებული ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი მოხსნეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.  ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემლობის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. არიან დაკავებულები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად მიცვალებულისადმი უპატივისმცემლობას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწიებს.

დანაშაულში მხილებული სხვა პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია