დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული განვითარების სამინისტრომ ზესტაფონის სოფლებისათვის 1 097 000 ლარი გამოყო
2013/06/03 11:31:35

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 57 სოფლისათვის 1097 000 ლარი გამოყო. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს  ზესტაფონში 219 ობიექტის მოწესრიგება იგეგმება.

„სოფლის განვითერბის ფარგლებში გამოყოფილი თანხით გასაკეთებელ ობიექტთა სიაში, სამინისტროს მოთხოვნით, არ შევიტანეთ სალოცავების, ამბულატორების და სკოლების სარემონტო სამუშაოები, ვინაიდან მათთვის სამინისტრო სპეციალური პროექტის ფარგლებში გამოყოფს თანხას.  აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენი რაიონის მასშტაბით 18 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რაც შეეხება სოფლის დახმარების პროგრამით შერჩეულ ობიექტებს, ეს ძირითადად არის: გზების, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების  და ელექტროენერგიის უზრუნველყოფის კუთხით არსებული საკითხები. სამინისტროს მითითებისამებრ პრიორიტეტების გამოკვეთაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სოფლების მცხოვრებლები. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციები მივეცით, სხვა მხრივ კი სოფლისათვის მნიშვნელოვანი საკითხები თავად გამოკვეთეს სპეციალურად მოწვეულ კრებებზე,“ - განაცხადა psnews.ge-სთან საუბრისას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ქამუშაძემ.

შერჩეული პრიორიტეტის სწრაფად მოგვარების მიზნით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეიმუშავეს გაგემა, რომლითაც ის კერძო პირები და ინდ. მეწარმეები, რომელებიც შერჩეულ სამუშაოებს აწარმოებენ და ასევე,  საჭირო მასალით უზრუნველყოფენ სოფლებს, ტენდერის გარეშე, პირდაპირი გასაუბრებით შეირჩევიან.  

ნუგზარ ქამუშაძის განცხადებით: შერჩეული 219 ობიექტისთვის ტენდერის გამოცხადება დიდ დროს წაიღებდა და მიმდინარე წელს, ფაქტობრივად,  სამუშაოების გაკეთებას ვერ მოვასწრებდით.  ამიტომ სამინისტროს შევთავაზეთ ჩვენი წინადადება, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ერთ კვირაში დავიწყებთ კერძო პირების და ინდ.მეწარმეების შერჩევას. ასევე, ჩვენი გეგმის შესაბამისად, მომავალი სამუშაოებისათვის ადგილობრივ კადრებს გამოვიყენებთ, თუკი კონკრეტულ სოფლებში ამის რესურსი იქნება. ეს დასაქმების პრობლემას დროებით მოაგვარებს“.

ორასცხრამეტივე  ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია