დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
2013/05/31 15:11:13

დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი 34-ე შეხვედრა გაიმართება.

ქართული მხარე რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების უკანონო ფიქსაციის საკითხს განიხილავს.

საუბარი  შეეხება  რამდენიმე დღის წინ  სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილება რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის" კვეთის ბრალდებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი, უკანონო დაკავების ფაქტები,  ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ბედი და 2008 წლის ომის შემდეგ ქართული მხრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხი.

სოფელ დიცში უკვე იმყოფებოდნენ შსს-ს სხვადასხვა უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლები. მათ რამდენიმე დღის წინ რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან უკანონოდ დაწყებული, მავთულხლართების გაბმისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები მოინახულეს.

შსს-ს ინიციატივით, 3 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარე სოფლებში დაწყებული მავთულხლართების ინსტალაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია