დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის მცდელობა ჩაიშალა
2013/05/31 10:49:53

ჭიათურის მაღაროელთა დაანონსებული გაფიცვა არ შედგა. 25 მაისს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭიათურის მაღაროს მუშები გაფიცული იყვნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა კომბინატის მუშები, უკვე ერთ კვირზე მეტია, რაც გაიფიცნენ. ოთხი მოშიმშილიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამჟამად სამი აგრძელებს  უკიდურესი ფორმით პროტესტის გამოხატვას.

28 მაისს ასამდე მაღაროელი გამოვიდა ე.წ. ტრესტის წინ და დააანონსა 29 მაისიდან გაფიცვა, თუმცა მაღაროები სრული დატვირთვით მუშაობენ.

გაფიცვის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ სოციალური სახის მოთხოვნები და ზესტაფონის მეტალურგებს უცხადებდნენ სოლიდარობას.

ასევე ტყუილი გამოდგა „ვარციხჰესის“ ენერგეტიკოსების გაფიცვის პროგნოზირება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა (მაკა კვარაცხელია) psnews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილ ორ წარმოებაში სამუშაო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო ზესტაფონის მეტალურგები კვლავ აგრძელებენ გაფიცვას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია