დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ
2013/05/30 20:23:19

 

საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში ინტერფრაქციული
ჯგუფი შეიკრიბა
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა გაიმართა. 
სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილებოდა:  ამომრჩეველთა სიები,  ამომრჩევლის
მოსყიდვა,  პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება და მედიის მიერ
წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება.  როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა,  პალიკო
კუბლაშვილმა განაცხადა,  დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა საარჩევნო სიების
ბიომეტრიული მონაცემებით დაკომპლექტებასაც შეეხებოდა. 
„თუ ადამიანს უნდა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართელობის არჩევნებში,  მან
წინასაწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ამასთან უნდა მივიდნენ, შეაგროვონ მონაცემები
მათ შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ საშუალება მივიდნენ არჩევნებზე და ხმა
მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. მაგრამ, თუ ვინმეს აქვს პირადობის მოწმობა და
არა აქვს ბიომეტრიული მონაცემები ჩაბარებული,  ეს გამოიწვეს იმას, რომ ათეულობით
ათასი ადამიანი დარჩება ხმის მიცემის გარეშე,  ამიტომ ამ საკითხებზე მუშაობა უნდა
გავაგრძელოთ“  - აცხადებს კუბლაშვილი. 
ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომას როგორც საპარლამენტო,  ასევე არასაპარლამენტო
პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა გაიმართა. სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილებოდა: ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის მოსყიდვა,პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება და მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება.  როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა,  პალიკო კუბლაშვილმა განაცხადა,  დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა საარჩევნო სიების ბიომეტრიული მონაცემებით დაკომპლექტებასაც შეეხებოდა. „თუ ადამიანს უნდა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართელობის არჩევნებში, მან წინასაწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ამასთან უნდა მივიდნენ, შეაგროვონ მონაცემები საკუთარ თავზე და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ საშუალება გამოცხადდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. მაგრამ, თუ ვინმეს აქვს პირადობის მოწმობა და არა აქვს ბიომეტრიული მონაცემები ჩაბარებული, ეს გამოიწვეს იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი დარჩება ხმის მიცემის გარეშე, ამიტომ ამ საკითხებზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“  - აცხადებს კუბლაშვილი.

ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომას როგორც საპარლამენტო,  ასევე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია