დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გადაიდო ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის სასამართლო პროცესი?
2013/05/30 19:01:19

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის სასამართლო პროცესი დღეს იმ მიზეზით გადაიდო, რომ ბრალდების მხარემ მოწმეები ვერ წარმოადგინა.„სასამართლო პროცესზე არსებული სისხლის სამართლის  საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა, მაგრამ ბრალდების მხარემ მოწმეები ვერ წარმოადგინა, რის გამოც სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო“–განაცხადა თემურ ცამციშვილის ადვოკატმა ელისო დათუსანმა.

მომავალი პროცესი 17 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, მოწმეების დაკითხვაც მოხდება.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსს ბრალი თანხების გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია