დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო პროცესის ჩაწერის უფლება რიგით მოქალაქესაც ექნება
2013/05/30 16:31:19

 

სასამართლო პროცესის ჩაწერის უფლება რიგით  მოქალაქესაც აქვს!
როგორ ზღუდავდა მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო სექტორის უფლებებებს 
კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ 
განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად,  მედიასაშუალებებისთვის 
სასამართლო პროცესზე აუდიო-ვიდეო ჩაწერა ლეგიტიმური გახდება. ამასთანავე, 
ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაესწრება სასამართლო პროცესს, უფლება 
ექნება აუდიო ტექნიკის გამოყენებით ჩაიწეროს სხდომის მიმდინარეობა, 
მხოლოდ მისთვს სპეციალურად გამოყოფილ ადგილიდან  და იმ პირობით, რომ 
ხელს არ შეუშლის პროცესის წარმოებას.
ახალი კანონპროექტის დეტალებზე დღეს „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ 
ქუთაისის ოფისში „საიას“ ადვოკატმა გიორგი ჭიქაბერიძემ ისაუბრა. მისი 
თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში არის ლაფსუსები, რომელიც საბოლოო ჯამში 
ზღუდავს სასამართლო პროცესზე დამსწრეთა უფლებებს. 
„აქამდე,  სასამართლოს შენობის ეზოშიც კი აკრძალული იყო ფოტო და ვიდეო  
გადაღება. ამიტომაც, ალბათ არაერთხელ გინახავთ, სასამართლო შენობების 
მხოლოდ შორი კადრი. ამ ცვლილებებით, არათუ ეზოში, არამედ შენობის 
დერეფნებშიც კი იქნება შესაძლებელი გადაღება. კანონი ირღვეოდა, როცა 
მოქალაქეს პროცესზე არ უშვებდნენ, ვიდრე შესასვლელში არ ჩამოართმევდნენ 
პირად ნივთებს, მობილურს, ლეპტოპს და ა.შ. ეს არასწორია. 
კანონში საერთო სასამართლოების შესახებ დამატებების თანახმად, სასამართლო 
თავადაც იღებს ვალდებულებას აწარმოოს სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერა და 
მხარეებს მოთხოვნის შესაბამისად  მიაწოდოს. არის გამონაკლისი შემთხვევები, 
როცა პროცესი წარმოადგენს სახელმწიფო ან პირად საიდუმლოებას. ამ 
შემთხვევაში შეზღუდვები წესდება მედიასაშუალებებზეც, კერძოდ, თუ პროცესს 
ესწრებიან ნაფიცი მსაჯულები, ან ბრალდებული, თუნდაც დაზარალებული 
ითხოვს კონფედენციალობის დაცვას,  ამ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი 
გარეგნობის, ვინაობის ან სხვა მაინდენტიფიცირებელი საშუალების გამჟღავნება 
“ -ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე.
როგორც ირკვევა, კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, „საქართველოს 
საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიენიჭება ექსკლუზიური უფლება, 
განახორციელოს პროცესის ვიდეო გადაღება. ამავე დროს, იგი იღებს 
ვალდებულებას, ყველა მსურველს მიაწოდოს ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, 
თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ გამოიყენებს ამ უპირატესობას, 
მაშინ ნებისმიერ საერთო მაუწყებლობის უფლების მქონე მედიასაშუალებას 
შეუძლია სხდომის დაწყებამდე მიმართოს მოსამართლეს  და  მიიღოს ჩანაწერის 
გაკეთების უფლება. 
„საიას“ ადვოკატმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 
დაკომპლექტების ახალი წესიის შესახებ. მისი თქმით, თუ აქამდე საქართველოს 
პრეზიდენტ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 
ჰყოლოდა ორი წარმოამდგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი 
პარალელურ რეჟიმში იტავსებდა  ხუთ უფლებამოსილებას, კანონში შესატანი 
ცვლილებების თანახმად, საბჭოს 15 კაციანი შემადგენლობა მთლიანად 
ფარული კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტდება. კერძოდ, საბჭოში ექვსს 
წარმოამდგენელს, რომლებიც წარდგენილი იქნებიან  ადვოკატთა ასოციაციისა 
და  არსამთავრობო სექტორის მიერ,  აირჩევს საქართველოს პარლამენტი.  
დანარჩენ წევრებს კი შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე ფარული 
კენჭისყრით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით. ამ 
ხნისგანმავლობასი მათ არ უნდა ეკაოთ სასამართლო ხელისუფლებასი 
აღმასრულებელი თანამდებობები. 
„ამ ცვლილებებემა უნდა გაათავისუფლეოს საამართლო ხელისუფლება 
პოლიტიკური გავლენისგან. გაზარდოს მოსამართლეთა ინდივიდუალური 
როლი და უკვე დამოიუკიდებელი გახადოს სასამართლო ხელისუფლება. 
გაიზარდოს  მოსამართლის როლის და ფუნქცია.შედეგად უნდა  მივიღოთ უფრო 
დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ვიდრე აქამდე გვქონდა“ -ამბობს გიორგი 
ჭიქაბერიძე. 
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში 
ცვლილებების განხორციელება მომავალ თვესი იგეგმება. 
მარი პატარაია

საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად,  მედია საშუალებებისთვის სასამართლო პროცესზე აუდიო-ვიდეო ჩაწერა ლეგიტიმური გახდება. ამასთანავე, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაესწრება სასამართლო პროცესს, უფლება ექნება აუდიო ტექნიკის გამოყენებით ჩაიწეროს სხდომის მიმდინარეობა, მხოლოდ მისთვს სპეციალურად გამოყოფილ ადგილიდან  და იმ პირობით, რომ ხელს არ შეუშლის პროცესის მიმდინარეობას.

ახალი კანონპროექტის დეტალებზე დღეს „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისში „საიას“ ადვოკატმა გიორგი ჭიქაბერიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში არის ლაფსუსები, რომელიც, საბოლოო ჯამში, ზღუდავს სასამართლო პროცესზე დამსწრეთა უფლებებს. „აქამდე,  სასამართლოს შენობის ეზოშიც კი აკრძალული იყო ფოტო და ვიდეო  გადაღება. ამიტომაც, ალბათ არაერთხელ გინახავთ, სასამართლო შენობების მხოლოდ შორი კადრი. ამ ცვლილებებით, არათუ ეზოში, არამედ შენობის დერეფნებშიც კი იქნება შესაძლებელი გადაღება. კანონი ირღვეოდა, როცა მოქალაქეს პროცესზე არ უშვებდნენ, ვიდრე შესასვლელში არ ჩამოართმევდნენ პირად ნივთებს, მობილურს, ლეპტოპს და ა.შ. ეს არასწორია. კანონში: "საერთო სასამართლოების შესახებ" დამატებების თანახმად, სასამართლო თავადაც იღებს ვალდებულებას აწარმოოს სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მხარეებს მოთხოვნის შესაბამისად  მიაწოდოს. არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა პროცესი წარმოადგენს სახელმწიფო ან პირად საიდუმლოებას. ამ შემთხვევაში შეზღუდვები წესდება მედიასაშუალებებზეც, კერძოდ, თუ პროცესს ესწრებიან ნაფიცი მსაჯულები, ან ბრალდებული, თუნდაც დაზარალებული ითხოვდეს კონფიდენციალობის დაცვას,  ამ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი გარეგნობის, ვინაობის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამჟღავნება “ -ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე.

როგორც ირკვევა, კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიენიჭება ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს პროცესის ვიდეო გადაღება. ამავე დროს, იგი იღებს ვალდებულებას, ყველა მსურველს მიაწოდოს ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ გამოიყენებს ამ უპირატესობას, მაშინ ნებისმიერ საერთო მაუწყებლობის უფლების მქონე მედიასაშუალებას შეუძლია სხდომის დაწყებამდე მიმართოს მოსამართლეს  და  მიიღოს ჩანაწერის გაკეთების უფლება.

„საიას“ ადვოკატმა, ასევე, ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესიის შესახებ. მისი თქმით, თუ აქამდე საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰყოლოდა ორი წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი პარალელურ რეჟიმში ითავსებდა  ხუთ უფლებამოსილებას, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საბჭოს 15 კაციანი შემადგენლობა მთლიანად ფარული კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტდება. კერძოდ, საბჭოში ექვსს წარმოამდგენელს, რომლებიც წარდგენილი იქნებიან  ადვოკატთა ასოციაციისა და  არსამთავრობო სექტორის მიერ,  აირჩევს საქართველოს პარლამენტი.  დანარჩენ წევრებს კი შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე, ფარული კენჭისყრით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით. ამ ხნის განმავლობაში მათ არ უნდა ეკავოთ სასამართლო ხელისუფლებაში აღმასრულებელი თანამდებობები. „ამ ცვლილებებმა უნდა გაათავისუფლოს სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური გავლენისგან. გაზარდოს მოსამართლეთა ინდივიდუალური როლი და დამოუკიდებელი გახადოს სასამართლო ხელისუფლება. გაიზარდოს  მოსამართლის როლი და ფუნქცია. შედეგად უნდა  მივიღოთ უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ვიდრე აქამდე გვქონდა“ -ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე. 

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება მომავალ თვეში იგეგმება. 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია