დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევრონესტის გადაწყვეტილება: „საქართველოში შერჩევითი სამართალი არ არსებობს“
2013/05/30 14:16:32

დოლიძის განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედევად, უმცირესობამ ვერ მოახერხა ევროპის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება.

საკანონმდებლო ორგანოში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ, ბრიფინგი გამართა. მედიასთან შეხვედრის მთავარი მიზანი, ევრონესტის საპარალმენტო ასამბლეის მესამე პლენარული სესიის შედეგების გაცნობა იყო. დოლიძის თქმით, საქართველოს დელეგაციამ კომიტეტებზე, ბიუროზე და სხდომაზე ყველა საკითხი წარმატებით გაიტანა. დოლიძემ განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის არგასვლას მიანიჭა. აღნიშნული რეზოლუციის კონკრეტულ საგანგებო პუნქტში ეწერა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია და ამის მაგალითი ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაა.  

ვიქტორ დოლიძის თქმით, 28 მაისს ევროპის სახალხო პარტიამ ბიუროს სხდომაზე მხარდასაჭერად გამოიტანა აღნიშნული რეზოლუცია, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. სესიაზე კი ჩავარდა პოლიტიკური რეზოლუციის ტექსტში ჩანაწერი ვანო მერაბიშვილსა და შერჩევით სამართალზე საქართველოში.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნული გადაწყვეტილებით განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ იმ პათოსს, თითქოს საქართველოში ადგილი აქვს შერჩევითი სამართლის რეჟიმს“. - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

ვიქტორ დოლიძემ მოსახლეობას,  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერის არმიღება მიულოცა. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო და შეასრულეს კიდეც.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ევრონესტში წარმოდგენილები იყვნენ: გიორგი მელაძე, დავით დარჩიაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. დოლიძის განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედევად, მათ ვერ მოახერხეს ევროპის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება.

დოლიძის თქმით, საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით გავიდა ენერგოუსაფრთხოების რეზოლუციაც. აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი დავით ონოფრიშვილი იყო.

ინფორმაციისთვის: ევრონესტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო განზომილებაა. აღნიშნული ინსტიტუტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის საპარლამენტო დიალოგის ფორუმია. ევრონესტის საპარალმენტო ასამბლეის ინაუგურაცია 2011 წელს მოხდა. ასამბლეა 120 დეპუტატისგან შედგება: აქედან 60 წევრი ევროპარლამენტიდან და 10 თითოეული 6 ქვეყნის პარალმენტიდან არის წარმოდგენილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია