დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადვოკატთა კორპუსი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებს
2013/05/30 15:17:29

 

ადვოკატთა კორპუსი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებს
პრეზიდენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“  შესატანი ცვლილებების 
კანონპროექტს ვეტო დაადო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ადვოკატთა 
კორპუსიც. ისინი საკუთარი და საზოგადოების უფლებების დასაცავად უპრეცედენტო 
აქციათა ციკლს დაიწყებენ. 
„ადვოკატები  ასეთი ერთსულოვნები ჯერ არ ვყოფილვართ, ჩვენ ერთად დავდექით
ჩვენი უფლებების დასაცავად. როგორ შეიძლება ადვოკატს შუამდგომლობის დაყენება
აუკრძალო სასამართლოს წინაშე. ეს არის ფეოდალიზმი, ეს არის ბოლშევიზმი და
ამ ეპოქაში დაბრუნება აღარ გვინდა. ადვოკატებს უნდა გვქონდეს ინფორმაციის
გამოთხოვის უფლება ისევე, როგორც პროკურორებს“. - განაცხადა ადვოკატთა
ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ადვოკატს აღარ ექნება უფლება სასამართლოს 
მიმართოს ჩხრეკვისა და ამოღების თაობაზე, ასევე პაროლამენტმა დამატებად შეიტანა
120-ე მუხლში მეათე პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, ადვოკაის მტკიცებულება 
პროკურორმა უნდა გადაამოწმოს. 
„ეს არის მართლა ფეოდალიზმი და ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ“_ აღნიშნავს ზაზა
ხატიაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მათ ორკვირიანი
ვადა აქვთ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ ადვოკატების პროტესტი „სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. 
„ჩემი ღრმა პატივისცემა მინდა დავაფიქსირო იმ ადვოკატების მისამართით, რომლებიც
რამდენიმე დღეა აპროტესტებენ მიღებულ კანონპროექტს. ჩვენ აუციებლად
განვიხილავთ ადვოკატების შენიშვნას და მოხდება მათზე რეაგირება“. - ამბობს 
ქუცნაშვილი.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით კი, როცა ვეტოს 
განხილვა დაიწყბა კომიტეტებში ზაზა ხატიაშვილსაც მოუსენენ.
"პრეზიდენტის ვეტო ჯერ უნდა განიხილონ კომიტეტებმა და შესაბამისად, 
კომიტეტების დონეზე შეიძლება პოზიციების შეჯერება. ალბათ, თვითონ ზაზა 
ხატიაშვილიც მოვა კომიტეტზე, თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს და გამოსავალს 
ერთად ვიპოვით ისე, რომ ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია მაქსიმალურად იქნება 
გათვალისწინებული“. - ამბობს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან ადვოკატთა კორპუსის საპროტესტო აქცია 
გაიმართა. ადვოკატთა კორპუსი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" 
შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა 
ხატიაშვილის თქმით, პარლამენტმა აღნიშნულ კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო 
არ უნდა დაძლიოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს 
პრეზიდენტმა ვეტო ადვოკატების თხოვნით დაადო. აღნიშნული კანონპროექტის 
მიხედვით მათ ჩხრეკისა და ამოღების უფლება აღარ ექნებათადვოკატთა კორპუსი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებს

 

რეზიდენტმასისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“  შესატანი ცვლილებების ანონპროექტს ვეტო დაადო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ადვოკატთა კორპუსიც. ისინი საკუთარი და საზოგადოების უფლებების დასაცავად უპრეცედენტო აქციათა ციკლს დაიწყებენ. „ადვოკატები  ასეთი ერთსულოვნები ჯერ არ ვყოფილვართ, ჩვენ ერთად დავდექიჩვენი უფლებების დასაცავად. როგორ შეიძლება ადვოკატს შუამდგომლობის დაყენება აუკრძალო სასამართლოს წინაშე. ეს არის ფეოდალიზმი, ეს არის ბოლშევიზმი და ამ ეპოქაში დაბრუნება აღარ გვინდა. ადვოკატებს უნდა გვქონდეს ინფორმაციის გამოთხოვის უფლება, ისევე, როგორც პროკურორებს“. - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა

 

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ადვოკატს აღარ ექნება უფლება სასამართლოს მიმართოს ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე, ასევე, პაროლამენტმა დამატებად შეიტანა 120- მუხლში მეათე პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, ადვოკაის მტკიცებულება პროკურორმა უნდა გადაამოწმოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მათ ორკვირიანი ვადა აქვთ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ ადვოკატების პროტესტისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიშეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

„მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო იმ ადვოკატების მისამართით, რომლებიც რამდენიმე დღეა აპროტესტებენ მიღებულ კანონპროექტს. ჩვენ აუციებლად განვიხილავთ ადვოკატების შენიშვნას და მოხდება მასზე რეაგირება“. - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით კი, როცა კომიტეტში ვეტოს განხილვა დაიწყბა ზაზა ხატიაშვილსაც მოუსმენენ."პრეზიდენტის ვეტო ჯერ უნდა განიხილონ კომიტეტებმა და შესაბამისადკომიტეტების დონეზე შეიძლება პოზიციების შეჯერება. ალბათ, თვითონ ზაზა ატიაშვილიც მოვა კომიტეტზე, თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს და გამოსავალს ერთად ვიპოვით ისე, რომ ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“. - ამბობს გედევან ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან ადვოკატთა კორპუსის საპროტესტო აქცია გაიმართა. ადვოკატთა კორპუსი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში"შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, პარლამენტმა აღნიშნულ კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო ადვოკატების თხოვნით დაადო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია