დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გლეხები ეკონომიკის სამინისტროს მათი მიწების ფარულად გასხვისებაში ადანაშაულებენ
2013/05/30 13:08:56

საქართველოს პარლამენტთან, კუთვნილი მიწების დაბრუნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აბაშის რაიონის სოფელ კეთილარის მოსახლეობა ფარულად გაყიდული მიწების დაბრუნებას მოითხოვდა. მათი განცხადებით, 250 ადამიანი ყოველწლიური შემოსავლის და სარჩოს გარეშე დარჩა. კეთილარის მცხოვრებლების თქმით, ამ მიწებით  30 წლის განმავლობაში იჯარით სარგებლობდნენ და ეკონომიკის სამინისტრომ, მათგან ფარულად, აღნიშნული მიწები 15000 ლარად ვინმე ხურცილავას მიჰყიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხურცილავამ იგივე მიწები გაცილებით სარფიანად, საქართველოს ენერეგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიის თავმჯდომარეს, გურამ ჩალაგაშვილს 32 000 ლარად მიჰყიდა.

კეთილარის მცხოვრებლები ჩალაგაშვილს მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევენ.

„ერთი ორჯერ სცადა ტრაქტორმა შემოსვლა და არ შემოუშვა მოსახლეობამ. გუშინ შემოვიდნენ, ძალით დახნეს და, ალბათ, დღესაც იქ არიან. იმიტომ მოვედით პარლამენტში, რომ დაგვეხმარონ და როგორმე გადაწყვიტონ ეს პრობლემა. შიმშილით დაგვეხოცებიან შვილები და შვილიშვილები“. - განაცხადა აქციის მონაწილემ თეიმურაზ  ნიკოლაძემ.

აქციის მონაწილეები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძესაც ესაუბრნენ. ხმალაძემ კეთილარის მცხოვრებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა ურჩია. მისი თქმით, ეს მიწები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არის გაყიდული და ახალმა ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია